სასტუმრო „თბილისი რუმსში,“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიხსნა ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია.
ორდღიანი ღონისძიების მიზანია ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებების დაკავშირება და სამუშაო სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევების შესახებ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება.
კონფერენციაზე გახსნითი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მარია სლაზაკი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ პროგრამის კოორდინატორი რუსუდან ტუშური.
კონფერენციაზე განსახილველ თემებს შორისაა:
- > საადვოკატო საქმიანობის ექსკლუზიურობა იურიდიული კონსულტაციებისას და სასამართლოში წარმომადგენლობისას;
- > არალიცენზირებული საადვოკატო საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის გზები;
- > პროფესიაში შესვლის სტანდარტების დახვეწა;
- > განგრძობადი იურიდიული დახმარების საუკეთესო პრაქტიკა და მოდელები;
- > ადვოკატთა ასოციაციების როლი პრო ბონო სერვისების განვითარებაში;
- > ადვოკატების როლი საპროცესო შეთანხმების პროცესში.
კონფერენციას ესწრებიან ადვოკატები 11 ქვეყნიდან, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის 7 ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.